პროექტის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია

პროექტის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია

პროექტის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტები სულ დაახლოებით 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია. პროექტები სულ დაახლოებით 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მეგობრებო, ეს არის პროექტები, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და აღორძინებისთვის არის დანიშნული და სწორედ, ამ პროექტების საშუალებით ხდება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით. ასევე, ადგილობრივი წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ამ რეგიონში. ეს პროექტებია: ხის გადამამუშავებელი საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; ეთერზეთებისა და თექის პროდუქციის საწარმო ახმეტაში; რძის გადამამუშავებელი საწარმო ყვარელში და ა.შ. თითოეული მათგანი ასაქმებს ათობით ადგილობრივ მაცხოვრებელს და ეს არის ათობით და ასობით, ჯამში, ადგილობრივი უზრუნველყოფილი, წელში გამართული ოჯახი.
რაც შეეხება, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს, პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ გააჩნია სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების პროგრამა და ამ პროგრამით მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 43 მლნ ლარს. გათვალისწინებულია 350-ზე მეტი დამატებითი ოთახისა და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა“, -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, კახეთში 1,609 ჰა-ზე შენდება ვაშლის, კაკლის, თხილის, ნუშის, ხურმისა და ქლიავის ახალი ბაღები. ხორციელდება 204 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 13 მილიონი ლარი.
„სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო პროგრამების – შეღავათიანი აგროკრედიტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსებისა და აგროწარმოების ხელშეწყობის განხორციელების შედეგად, კახეთის რეგიონში გაიხსნა 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 359; სრულმა ინვესტიციამ 55 მილიონ 300 ათასამდე დოლარი შეადგინა; დასაქმდა 8000-მდე ადამიანი. მათ შორისაა: ხილის გადამამუშავებელი საწარმო ყვარელში; ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში; ღვინის საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ გრემში; რძის გადამამუშავებელი საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში და ა.შ.
ამას იმიტომ ვამბობ კონკრეტული ჩამონათვალის გათვალისწინებით, რომ მინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივმა იცოდნენ გაკეთებული საქმეების შესახებ. კახეთში რეგისტრირებულია 158 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითადი დარგებია მევენახეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა და მეფუტკრეობა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წელიწადნახევრის წინ წამოვიწყეთ და რომლის მიზანიცაა ის, რომ ადგილობრივი სათიბ-საძოვრები არ გასხვისდეს სხვაზე, რათა ადგილობრივმა კოოპერატივებმა და მცხოვრებლებმა შეძლონ მეცხოველეობის განვითარება. ამ პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონიდან გვაქვს უკვე 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ახმეტის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანებულია 20 ადგილობრივი მეპაიე, ანუ ადგილობრივი მცირე ფერმერი. პროგრამის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 311 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანებულია 25 ადგილობრივი მცირე ფერმერი. პროგრამის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 442 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცათ“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები