პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად გაიყიდა

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად გაიყიდა

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად  გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით,  არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე  სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები