„პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს

„პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ განაცხადა, „პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

პროექტის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ მიზანი იყო ქალაქში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი შენობების მრავალბინია საცხოვრებლებითჩანაცვლება. „ბათუმი ბარაკების გარეშე“ 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახლდა.

ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია და ბარაკების ნაცვლად, ახალი საცხოვრებლების აშენების პროცესში 10-მდე კომპანიაჩაერთო.
კითხვაზე, მომავალში გაგრძელდება თუ არა პროექტი, ძნელაძე არ გამორიცხავს, რომ ფინანსების ამოწურვის გამო, „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შეწყდეს.

2018 წლის იანვრის მდგომარეობით, ბათუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საკურორტო ქალაქში 161 ბარაკული ტიპის სახლია, რომელშიც 1654 ოჯახი და 5704 ადამიანი ცხოვრობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები