პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება.

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება.

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება. ღონისძიება თბილისში 23-26 ოქტომბერს ჩატარდება. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.

ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია.

სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი ინვესტორები, ასევე ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.

ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები