პრეზიდენტს ჰგონია, რომ მისი ულტიმატუმი არის კონსენსუსის ერთადერთი და განუმეორებელი პირობა-გია ვოლსკი

კონსტიტუციის პროექტი – პარლამენტმა დოკუმენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნინულს პრეზიდენტი ადმინიტრაციი განცხადება მოჰყვა, რასაც ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
მისი თქმით, პრეზიდენტს ჰგონია, რომ მისი ულტიმატუმი არის კონსენსუსის ერთადერთი და განუმეორებელი პირობა:
„ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან არაკორექტულია იმ პარტიების მიმართ, რომლებიც უმრავლესობაში არიან გაერთიანებული და არაფრით ნაკლები ისტორია არ აქვთ, ვიდრე იმ პარტიებს, რომლებიც პრეზიდენტის გარშემო გაერთიანდნენ.
რაც მთავარია, კონსტიტუცია დახვეწილია და საკმაოდ სერიოზული რყევა და დისონანსი გამოიწვია ვენეციის კომისიის პოზიტიურმა დასკვნამ, რადგან საპირისპიროს ელოდნენ. თუ საჭირო იქნება, დამატებითი ცვლილებებისთვის მზად ვართ. თუნდაც კონსტიტუციის ახალი ინიციატივა წარვადგინოთ იმ პირობით, რომ ანგარიში გავუწიოთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების საკითხს, მაგრამ ის წინადადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ, რასაც პრეზიდენტი პერიოდულად წარმოთქვამს, თითქოსდა, ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადავდგით, უზურპაცია მოვახდინეთ. ვფიქრობ, ის საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმას ამზადებს, რომლიც უკან არაფერი სხვა არ დევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.

“სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, ძალიან ვაფასებთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს”

მამუკა ბახტაძე: საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს
