პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას-კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.
შესაბამისი განცხადება კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები – „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.
„რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არცერთ ამ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა. კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება. პრეზიდენტის არცერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია.
ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვენეციის კომისია მ ჩვენ მოგვიწონა არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის-ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის წინა დასკვნა ი. უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნავენეციის კომისიას არ აქვს, ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა. უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნა ვენეციის კომისია მ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნასაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ვეტო იმ დოკუმენტის შესაბამისი იყოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 20 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა.
მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე უკონკურენტო იყო.
