პრეზიდენტის თქმით, ახლა მან ოპოზიციასთან ერთად ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.

პრეზიდენტის თქმით, ახლა მან ოპოზიციასთან ერთად ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე პოლემიკა ძალიან უცნაური იყო.

პრეზიდენტის თქმით, ახლა მან ოპოზიციასთან ერთად ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალი კონსენსუსური ვარიანტის შექმნით. პრეზიდენტის შეფასებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკუკიოს განცხადება, რომელმაც თქვა, რომ იმედგაცრუებულია, ხატოვნად ასახავს საქართველოს იმიჯის მდგომარეობას.

”ეს იმედგაცრუება ყველა ჩვენგანზე გადმოდის. ეს არის იმედგაცრუება საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება შეთანხმება. მე ვფიქრობ, ჩვენი შეთავაზება იქნება კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, დაფიქრდეს, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. ძალიან უცნაური იყო ბოლოდროინდელი პოლემიკა, რომელიც მიმდინარეობდა – ზეპირად გვითხარით, წერილობით მოგვწერეთ, სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ. მერე, რაღაცა არ მოგვწონს და ა.შ. ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო. გთავაზობთ შეიქმნას ერთობლივი წერილობითი დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, თუ შეთავაზებული დოკუმენტი არ იქნება მიღებული, ამის შემდეგ შეიძლება, რომ შექმნილი ტექსტი სხვა მიზნებისთვისაც იყოს გამოყენებული. მარგველაშვილმა ოპოზიციას თხოვნით მიმართა, მონაწილეობა მიიღონ დოკუმენტის შექმნაში, რომელიც მისი თქმით, ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები