პრეზიდენტის სიძე იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს

პრეზიდენტის სიძე იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური იარაღის უკანონოდ შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი.

“სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი ორი პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, — აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილთა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრეზიდენტის სიძე მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. ის 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის ივლისში დაჭრეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები