„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს, დაადებს თუ არა კანოპროექტს ვეტოს. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ”-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, რომ ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს, დაადებს თუ არა კანოპროექტს ვეტოს. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს და ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური პროექტი მესამე მოსმენით 117- მომხრე ხმით, ორის წინააღმდეგ გუშინ დაამტკიცეს.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა.
წარმატებები მინდა ვუსურვო ნუგზარ ჭონქაძეს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ის ჭონქაძის კანდიდატურის მოხსნას.
