პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გარკვეულ პროცედურებსა და ვადებზე განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გარკვეულ პროცედურებსა და ვადებზე განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გარკვეულ პროცედურებსა და ვადებზე განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იყვნენ, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

„საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს“, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები