პრეზიდენტი: სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

პრეზიდენტი: სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

“სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი პოზიცია მედიის წარმომადგენლებს თავისმა პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კანონის მეშვეობით სიტყვის თავისუფლება სრულიად დაცული იქნება. „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები