პრეზიდენტი: საქართველოს ნატო-სკენ სვლა არავის წინააღმდეგაა მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენ მიმართ არ არის გამართლებული

პრეზიდენტი: საქართველოს ნატო-სკენ სვლა არავის წინააღმდეგაა მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენ მიმართ არ არის გამართლებული

“საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენ მიმართ არ არის გამართლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა, რომელიც სრულიად თავისუფლად აკეთებს საკუთარ არჩევანს და ირჩევს თავის მოკავშირეებს.
„ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.
„ამიტომ, ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენ მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სწავლებაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები