პრეზიდენტი საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვია

პრეზიდენტი საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა და დაზვერვის სამსახურის უფროსს, დავით სუჯაშვილსა და სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტი დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრისას საუბარი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაზვერვის სამსახურში მუშაობენ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები და ეს სახელმწიფო სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
“ჩვენი მომავალი საფრთხეებისგან დაცვა, დიდწილად, ამ ადამიანების საქმიანობაზე გადის და საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ეს; ახალგაზრდებმა კი იცოდნენ, რომ ასეთ სამსახურში მონაწილეობა ნამდვილი პატრიოტიზმია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები