პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ადვოკატი უნდა იყოს-ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ადვოკატი უნდა იყოს-ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტის ფუნქციებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ადვოკატი უნდა იყოს. მისივე თქმით, აღიარებულია ის ფაქტი, რომ საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრეზიდენტისა არის საქართველოს ადვოკატირება, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოს დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს ოკუპაციის, რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა. შესაბამისად, ვინც არ უნდა დაიკავოს პრეზიდენტის პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება სწორედ საქართველოს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და რუსეთის მხილება. საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და გადახედვას არ ექვემდებარება უკვე აღიარებული ფაქტი, რომ საქართველოსთან ომი დაიწყო რუსეთმა“,-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები