პრეზიდენტი-ნიუ-იორკში ქართული სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი მუშაობდა, რათა ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებამდე მიეტანა.

პრეზიდენტი-ნიუ-იორკში ქართული სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი მუშაობდა, რათა ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებამდე მიეტანა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაეროში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას, აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში ქართული სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი მუშაობდა, რათა ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებამდე მიეტანა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისტორიულ უსამართლობას თავის სახელი უნდა დაერქვას.

„ის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვართ, არის პარტნიორების განმტკიცება, რომ თავისი სახელი დაერქვას ისტორიულ უსამართლობას, რომელთანაც გვაქვს საქმე. ოკუპანტს უნდა დაერქვას ოკუპანტი, აგრესორს უნდა დაერქვას აგრესორი. იმ ხაზს, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან, უნდა ეწოდოს ოკუპაციის ხაზი და ჩვენ ყველანი ვმუშაობდით ამ მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები