პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს როგორც კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანო არის ლეგიტიმური ორგანო, რომ შექმნას კანონები-ბესელია

პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს როგორც კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანო არის ლეგიტიმური ორგანო, რომ შექმნას კანონები-ბესელია

”განსაკუთრებით საყურადღებო და დამაფიქრებელია ის პარალელური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ერთადერთი მიზნით – არათუ გადაიდგას ნაბიჯები მართლაც თანხმობისა და ამ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის კონსოლიდირებისკენ, არამედ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაციული ველის შექმნისკენ ამ პროცესში. სამი დღის განმავლობაში შექმნეს ახალი მოდელი თუ ახალი ვერსია კონსტიტუციის. ძალიან მაინტერესებს, რატომ არის იგნორირებული, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვების შედეგად სწორედ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ პროექტს ჰქონდა მხარდაჭერა. სამ დღეში შექმნილი ახალი პროექტი, როგორ უნდა იყოს 8-თვიანი პროცესის ალტერნატივა და რა ლეგიტიმაცია აქვს იმ ახალ ვერსიას?” – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მუშაობას ”განსაკუთრებით საყურადღებოსა და დამაფიქრებელს” უწოდებს. მისი თქმით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ წამოწყებული პროცესი მეტი კონფრონტაციული ველის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია

,,პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს როგორც კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანო არის ლეგიტიმური ორგანო, რომ შექმნას კანონები. როდესაც ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის ნაცვლად პრეზიდენტს ვხედავთ კანონმდებლის როლში, ეს ქმნის კონფრონტაციის ახალ ველს. როდესაც ერთადერთი საკითხი, რომელიც უფრო გავს საკუთარ სურვილებზე აწყობილ ახალ მოდელს, ხდება მიზეზი კონსტიტუციურ რეფორმასთან დაპირისპირების, კიდევ უფრო გაუგებარია ამ პროცესს რა მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს ან საერთაშორისო საზოგადოებაში ან ხალხთან. ჩვენ გვჭირდება ყველაზე მთავარი მოკავშირის – ხალხის მხარდაჭერა. ხალხს უნდა მოსწონდეს ეს კონსტიტუცია და მნიშვნელოვანია ეს პროცესი გავიაროთ ისე, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ბოლომდე ჰქონდეს მხარდაჭერა”, – განაცხადა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები