პრეზიდენტი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის – ,,იაკობ გოგებაშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობა” ჩვენებას დაესწრო

პრეზიდენტი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის – ,,იაკობ გოგებაშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობა” ჩვენებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში, ,,დედაენის დღესთან” დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებელში დოკუმენტური ფილმის – ,,იაკობ გოგებაშვილი -ცხოვრება და მოღვაწეობა” ჩვენებას დაესწრო.

პრეზიდენტს სასულიერო სასწავლებელში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უმასპინძლა და იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.

ფილმის დამდგმელი რეჟისორია დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე, პროდიუსერი გელა კანდელაკი. ფილმი მოგვითხრობს ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების უცნობ ეპიზოდებზე და მის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე. ფილმი ფოტოდოკუმენტებსა და იაკობ გოგებაშვილის პირადი ხელნაწერების საარქივო მასალებზეა აგებული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები