პრეზიდენტი: ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან – არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს

პრეზიდენტი: ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან – არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს

ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, რადგან არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

„დროა, ახალგაზრდებისთვის, ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს; ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები