პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

მისი განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. მან ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და დღევანდელი დღე მიულოცა.
“ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო”, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები