პრემიერმინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა

პრემიერმინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, რომელიც საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის სესიის ფარგლებში იმყოფება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისმოადგილემ განიხილეს აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების პერსპექტივა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერმინისტრმა ამერიკულ მხარეს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, ასევე – რეგიონში მიმდინარეპროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
პრემიერმინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრისას, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები