პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად აცხადებს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად აცხადებს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად აცხადებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

პრემიერის სურვილია გაფართოვდეს ის წრე, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი და კრიტიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

“2018 წელი მინდა საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაფართოოთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ის წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ იგრძნოს. ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თხოვნა მაქვს, რომ ამ ნაბიჯების განსახორციელებლად კონკრეტული გეგმა შევიმუშაოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინა – საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები