პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 10 თვეში ეკონომიკის 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 10 თვეში ეკონომიკის 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 10 თვეში ეკონომიკის 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი.

“სასიხარულო ამბავია, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. ეს არის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5,7 % გახლავთ. 10 თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა და ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალ წელს ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან წელს ჩვენ მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მოამავალ წელსაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ ბრეშუმის გზის ფორუმზე 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ 28 ნოემბერს გაიხსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები