“პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“

“პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები