პრემიერი-„სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულებაა ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია“
„სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულებაა ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა, ასევე აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა.
„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „პროგრამის საბაზისო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა გახდება კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებაზე“.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ – მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტებიდან, რაც უცხოეთში გამაჩნია

ირაკლი ჩიქოვანი: ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას
