პრემიერი: სააკაშვილის მხრიდან, ვაშაძის კანდიდატად წარდგენა, რუსეთის ინტერესებისკენ გადადგმული ნაბიჯია

პრემიერი: სააკაშვილის მხრიდან, ვაშაძის კანდიდატად წარდგენა, რუსეთის ინტერესებისკენ გადადგმული ნაბიჯია

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატად წარდგენა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროგრესს და ევროპულ მომავალს აირჩევენ.
„ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს. მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები