პრემიერი-„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი“

პრემიერი-„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი“

„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი“, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის, ასევე, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა.ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები