პრემიერი: მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით და დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია

პრემიერი: მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით და დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია

“28 ნოემბერს, ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
„2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ, არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პირადული შეურაცხყოფა, დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსები“ და ბევრ სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები