პრემიერი-ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია

პრემიერი-ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია

„ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მისი კვლევითი ორგანიზაციები, ბოლო 7 არჩევნებზე, Edison Research-ისა და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Edison Research-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც ტყუილია და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

„ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. მე მოსახლეობას შევახსენებ, რომ ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის, არაერთგზის იყო მხილებული ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან გაყალბების უმძიმეს ფაქტებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხი ცხადია. თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ, ბოლო 7 არჩევნებზე, ყოველთვის, Edison Research-ისა და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ თარხნიშვილის კვლევითი ორგანიზაციები და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას. რა თქმა უნდა, არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი. შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი; 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამას ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ეს სიცრუე და მანიპულაციები დასრულდება 2 ოქტომბერს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „საქართველოსთვის“ – 10%.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები