პრემიერი-აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ

პრემიერი-აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ

აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკას სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებს.

„აუცილებელია რეგიონების ჩართულობის ზრდა, რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რათქმაუნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი, რეგიონებში მიღებულ იქნება ადგილობრივ დონეებზე. ამას სჭირდება ადმიანური პოტენციალის განვითარება, პარალელურად, მაგრამ ეს მიღწევადია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები