პრემიერი: აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში დახმარების მზადყოფნა უკრაინასთან ერთად აზერბაიჯანმაც გამოთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში დახმარების ხელი ,უკრაინასთან ერთად აზერბაიჯანმაც გამოგვიწოდა.
შესაბამისი კომენტარი პრემიერმა, ჟურნალისტებთან, ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა,როდესაც აშხაბადაში იმყოფებოდა.
“გუშინ საღამოს დამირეკა უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემომთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა, რომელიც, როგორც ვიცი, უკვე გზაშია. ასევე, სავარაუდოდ, გვექნება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არა მხოლოდ ამ დახმარებისთვის. ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ ავიაცია. ზოგადად, ასეთი მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციებში მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბასთუმანში ხანძარი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ბორჯომის ხეობაში იყო.
მსგავსი სიახლეები

თბილისის მერი, კახა კალაძე “სითი პარკის” განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
