პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები