პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასი გრძელდება

პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასი გრძელდება

ახალი ნაკადის დაკომპლექტება დაიწყო. მოქმედი ჟურნალისტები მზად არიან, გამოცდილება გაგიზიარონ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარონ!
ჩვენთან ისწავლით იმას, რაც რეალურად გამოგადგებათ.
სხვადასხვა ტელევიზიის რეპორტიორები მოგიყვებიან საკუთარ შეცდომებზე. წარმატებასა და წარუმატებლობაზე.
NEW MEDIA GEORGIA-ს კურსის გავლის შემდეგ გეცოდინებათ: როგორ ეწყობა სიუჟეტი, როგორ იგეგმება საინფორმაციო გამოშვება, როგორ უნდა მოემზადოთ პირდაპირი ეთერისთვის, როგორ უნდა მოყვეთ ახალი ამბავი. კურსი დაყოფილია თემატურ მასტერკლასებად. (სამხედრო ჟურნალისტიკა, ბავშვთა, მოხუცებულთა და უმცირესობათა საკითხების გაშუქება, საკვირაო და კულტურის რეპორტაჟები, ოპერატორთან მუშაობა).
კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული აპლიკანტები სხვადასხვა ტელევიზიაში სტაჟირებას გაივლიან.
მასტერკლასზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. კურსი ფასიანია და 19 თებერვალს დაიწყება.
მასტერკლასს ტელეწამყვანები, თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი წარუძღვებიან.
NEW MEDIA GEORGIA- რასაც სხვაგან ვერ ისწავლი!

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები