პოლონეთში სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას შეხვდა

პოლონეთში სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას შეხვდა

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პირისპირ ხვდება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
მისივე თქმით, შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყება გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა.
აღნიშნული შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციის „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი“ ღია დისკუსიაში, ასევე, დაათვალიერებენ საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას.
ხვალ დაგეგმილია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს დათვალიერება და საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს ვარშავის უნივერსიტეტში.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ვიზიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები