პოლონეთში, 28 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში, 28 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში, ახალგაზრდა, 28 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საკონსულო ბექა ბესელიას ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა. დანარჩენ დეტალებზე საგარეო უწყებაში არ საუბრობენ.
„ცხედრის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, დაიწყება გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები