პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ვარშავაში ნაციონალისტების მარშზე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ვარშავაში ნაციონალისტების მარშზე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ვარშავაში ნაციონალისტების მარშზე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა.

“ღმერთი, ღირსება, სახლემწიფო” – ყვიროდა დემონსტრანტების ნაწილი, სხვებს კი მეტად რადიკალური, რასისტული, გეი ქორწინების საწინააღმდეგო ტრანსპარანტები ეკავათ და ისლამს ტერორიზმთან აიგივებდნენ. “წმინდა პოლონეთი, თეთრი პოლონეთი”, – ყვიროდნენ ისინი. უმრავლესობა ახალგაზრდა კაცები იყვნენ, ზოგს სახე დაფარული ჰქონდა და ხელში ლუდის ბოთლები ეჭირათ. თუმცა იყვნენ ოჯახები და უფროსი პოლონელებიც.

მარშს ევროპის ცნობილი ულტრა მემარჯვენე ფიგურებიც დაესწრნენ, მათ შორის, ტომი რობინსონი ბრიტანეთიდან და რობერტო ფიორე იტალიიდან.

“ვფიქრობ, ზოგ ადამიანს ნამდვილად აქვს ექსტრემისტული ხედვები, შესაძლოა დაახლოებით 30 პროცენტსაც კი, მაგრამ 70 პროცენტი უბრალოდ მშვიდობიანად დადის ყოველგვარი ფაშისტური სლოგანების ყვირილის გარეშე”, – უთხრა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა AFP-ის.

აქციაზე იყვნენ პოლონეთის მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც. ქვეყნის შს მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა ღონისძიებას “ლამაზი ხედი” უწოდა. “ვამაყობთ, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა ამდენმა პოლონელმა გადაწყვიტა”, – თქვა მან.

New York Times-ის ცნობით, “ანტი-ფაშისტურ” კონტრდემონსტრაციას 2 000-მდე ადამიანი დაესწრო. მათ ბანერებზე ეწერა “შეაჩერე ფაშიზმი”, “ცისარტყელა ახალი შავია”.დამოუკიდებლობის დღეს სხვა ღონისძიებებიც ჩატარდა, რომელთაც პოლონეთის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრებოდა, ისევე როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი.

“დამოუკიდებლობს დღეს ყოველთვის იყო და იქნება დღესასაწაული ყველა პოლონელისთვის და არა მხოლოდ ერთი პარტიისთვის. არც ერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია და მომავალშიც არ ექნება მონოპოლია პატრიოტიზმზე”, – განაცხადა ტუსკმა ვარშავაში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები