პოლონელი მესაზღვრისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა-სააკაშვილი

პოლონელი მესაზღვრისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა-სააკაშვილი

„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ კანონიერად გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე დავარღვიე სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება?! პოლონელებს არაფერში სჭირდებათ სიცრუე. შევხედავთ რა იქნება, მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს ეზოში მოწინააღმდეგეები დახვდნენ, რომელთაც სააკაშვილის თანაგუნდელებთან მცირე შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი მივიდა და კორიდორი გააკეთა.

ლვოვის სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილები, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. აქციაზე გამოფენილია ტრანსფარანტები შინაარსით ”მიშა წადი”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები