პოლიციამ საფლავზე ბიუსტის მოპარვის მცდელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავა.

პოლიციამ საფლავზე ბიუსტის მოპარვის მცდელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავა.

პოლიციამ საფლავზე ბიუსტის მოპარვის მცდელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყაროს სასაფლაოდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე, ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა. გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები