პოლიციამ იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცავებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები