შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 1972 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, გორში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.
კატეგორიები:
სამართალი