ბათუმში, ბულვარის დაცვის სამსახურმა, ზღვიდან 21 წლის გოგო გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმის ბულვარი” ავრცელებს.
როგორც ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გოგო ზღვაში 12:00 საათისთვის შევიდა. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას.
“სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სანაპიროზე კერძოდ, კი “პიერ ბათუმის” ტერიტორიაზე უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ფაქტზე რეაგირება, ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. 21 წლის ქალბატონს პირველადი სამედიცინო დახმარება ზღვის სანაპიროზე გაეწია, შემდგომ კი გადაყვანილ იქნა ბათუმის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში. ამ დროისათვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – ნათქვამია “ბათუმის ბულვარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მსგავსი სიახლეები

უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები დამონტაჟებულია და ავთენტური არ არის.

რუსეთმა თავიანთ ტერიტორიაზე საქართველოში დაფუძნებული საინფორმაციო-ანალიტიკური მედიასაშუალება Sova.News დაბლოკა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“
