“პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა: არ შევდივართ მეორე ტურში. შესაბამისად, ეს ვერდიქტი ახლა ყველა ჩვენთაგანის აღსასრულებელია, დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას ფიქრობდა სხდომამდე”-გრიგოლ ვაშაძე

“პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა: არ შევდივართ მეორე ტურში. შესაბამისად, ეს ვერდიქტი ახლა ყველა ჩვენთაგანის აღსასრულებელია, დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას ფიქრობდა სხდომამდე”-გრიგოლ ვაშაძე

“პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა: არ შევდივართ მეორე ტურში. შესაბამისად, ეს ვერდიქტი ახლა ყველა ჩვენთაგანის აღსასრულებელია, დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას ფიქრობდა სხდომამდე”, -ამგავარად ეხმიანება ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას.

მისი განცხადებით,  ინსტრუქცია ორგანიზაციის აქტივისტებისგან მიიღო.

ქუთაისის პარტიული ორგანიზაციიდან (პრინციპში იმერეთიდან), იმ შესანიშნავი ადამიანებისგან, ჩემი მეგობრებისგან, ვინც შიშველი ხელით იბრძოდა, ვისაც თუნდაც ერთი ბანერის ჩამოკიდების შესაძლებლობა, ხშირად ბენზინის ფული, უფრო ხშირად კიდევ ერთი ბროშურის დაბეჭდვის საშუალება არ ჰქონდა (მაშინ, როდესაც მთელი საქართველო “კორუფციონერების ოცნების” და ვითომ ოპოზიციური პარტიების ბილბორდებით იყო მოფენილი!), ვინც ოჯახს აკლებდა და პარტიაში მოჰქონდა, მივიღე მკაცრი ინსტრუქცია: რაც მოვიგეთ – მოვიგეთ, ვერ დაგვმარხეს, ფეხზე ვდგევართ, განახლებული პარტიის პირველ არჩევნები ღირსეულად დავამთავრეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ენმ ქვეყნის ერთადერთი ნამდვილი პარტია იყო, არის და იქნება. გაყალბების, შანტაჟის, N ლარად მოსყიდვის, საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციული განკარგულებით სახელმწიფო მოხელეების, მასწავლებლების და ა. შ. მორეკვის გაპრავებას, ხელისუფლების ერთუჯრედიანი “კანდიდატებისთვის” ლეგიტიმაციის ამაღლებას არ ვაპირებთ. ვისაც ცირკის დირექტორის დადგმულ კლოუნადაში უნდა მონაწილეობის მიღება – მიიღოს.

ინსტრუქცია შევასრულეთ, იმიტომ რომ გვეყოფა სხვისი დაწერილი წესებით თამაში და ადვილად გამოსაცნობი სვლები”-წერს გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, ბევრისათვის რთული გასაგები აღმოჩნდა ის გადაწყვეტილება, რომ საკრებულზე უარს არ ამბობენ.

“ცრემლებამდე შემძრა იმ ადამიანების ემოციებმა, ვინც არც ჩვენი წევრები არიან, არც აქტივისტები, არც მხარდამჭერები, არც ჩვენ გვერდში იდგნენ და მაინც ასე “განიცდიან”, რომ მეორე ტურში არ შევდივართ და საკრებულოებზე უარს არ ვამბობთ. ნუ, ვუყვარვართ, რას იზამ,  ჩვენი ინტერესების სადარაჯოზე დგანან. პატივცემულებს უმორჩილესად: ყველამ თავისი მამიდის პროცენტს მიხედოს”, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, არჩევნების შედეგების მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისის საკრებულოში 4 წევრის შეყვანა შეუძლია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები