პოეტ ზვიად რატიანის საქმის მოწმე ელენე გალინკა ამბობს, რომ ზვიად რატიანის დაკავებისშემდგომი ვითარება ნახა

პოეტ ზვიად რატიანის საქმის მოწმე ელენე გალინკა ამბობს, რომ ზვიად რატიანის დაკავებისშემდგომი ვითარება ნახა

პოეტ ზვიად რატიანის საქმის მოწმე ელენე გალინკა ამბობს, რომ ზვიად რატიანის დაკავებისშემდგომი ვითარება ნახა. მისი თქმით, რატიანი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ის მთვრალი იყო, იგინებოდა. წინაამღდეგობას უწევდა პოლიციელებს, ძლივს ჩასვეს ავტომობილში. მანქანიდან ცდილობდა, რომ ფეხით შეხებოდა პოლიციელებს. როდესაც ფანჯრიდან გადმოვიხედე, უკვე ტროტუარზე იჯდა და ბორკილები ედო”, – ამბობს მოწმე.

რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-მ დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარადგინა, რომლებიც არა პატრულის სამხრე კამერებით, არამედ მობილურითაა გადაღებული. ამ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისკენ მოუწოდებენ.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სამართალდამცველების მხრიდან მისი ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.

შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები