პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი იწყება.
პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი იწყება. პოეტის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაკავებისას გადაღებული ვიდეომასალის უწყეტ რეჟიმში წარმოდგენას ითხოვს.
რატიანი კი მედიასთან კომენტარის მიცემისგან თავს იკავებს.
ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სამართალდამცველების მხრიდან მისი ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.
შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.