პირველი არხის შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შენობის დიზაინს ირჩევს საზოგადოება
პირველი არხის შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შენობის დიზაინს ირჩევს საზოგადოება, 4 ოქტომრიდან ყველას შეუძლია ხმა მისცეს პირველი არხის შენობის კონკურსში მონაწილე არქიტექტურულ პროექტებს.
ხმის მიცემა მიმდინარეობს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: http://1tv.ge/projects/poll/ საიტზე დეტალურად არის შესაძლებელი 3 არქიტექტურული პროექტის დათვალიერება, რომელთაგან ერთი გახდება გამარჯვებული.
8 აგვისტოს პირველმა არხმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა. მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინს საზოგადოება ხმის მიცემის საშუალებით შეარჩევს.
ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი არხის ახალი შენობა, შეუძლია ყოველ 12 საათში ერთხელ მისცეს ხმა მის რჩეულ არქიტექტურულ პროექტს 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე.
მსგავსი სიახლეები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
