“პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება”

“პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება”

“პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება”, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ განაცხადა. ის ვითარებას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ზუსტი სურათი მას შემდეგ იქნება, როცა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ.
„სპეციალურმა ჯგუფმა მოკვლევა ადგილზე დოკუმენტაციის შესწავლით დაიწყო. უფრო ზუსტი სურათი კი, მას შემდეგ გვექნება, როცა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ.
პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება.
არაა გამორიცხული, მოკვლევის დასრულების შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციას, იმ უბნის დახურვის რეკომენდაციით მივმართოთ, სადაც ტრაგედია მოხდა“,- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ამ დროისთვის ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრების ამოცნობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები