პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. მათ გრიპი და გრიპის მსგავსი სიმტპომატიკა აღენიშნებოდათ, ზედა სასუნთქი გზების გამოვლინებებით. დღეს მათ კორონავირუსზე ბიოლოგიურ მასალას აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები 3 დღის წინ მარნეულში, მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებს, ჩვილის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 62 წლის ქალი კი, რომელიც მარნეულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს, კვლავ მძიმედაა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები