პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან. ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას ახალი პაციენტები არ დამატებია.

„არც ერთი ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან მათ პასუხებს“, – განუცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, ორსულების მდგომარეობა სტაბილურია.

„მიმდინარეობს როგორც ქალების, ისე ნაყოფების მონიტორინგი. მათ სიცოცხლესა და ნაყოფს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები