პირს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის, 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

პირს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის, 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებული ფ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ფ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,4367 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი’’, რომელიც, ასევე, უკანონოდ გაასაღა პ.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები