პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „PosTV“-სთან საუბრისას განაცხადა.
„ამაზე ჩვენ დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან მალე გვექნება კონკრეტული ინიციატივა და ამას გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
17 აპრილს საქართველოში, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
