პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე

პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე

პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, ქალაქში ყველამ ატაროს პირბადე, რათა ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„როდესაც ყველაფერი იხსნება, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, რაც არის ერთმანეთის უსაფრთხოება დაცვა, ქალაქში პირბადის ტარება. ზოგადად, პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე“,-განაცხადა კალაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის გვერდში დგომითა და ერთმანეთის ხელშეწყობით, ყველა პრობლემა გადაილახება.

„ყველაზე მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შესაძლოა, წინა წლების განმავლობაში ასეთ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლეს, ყველაფერს გადავლახავთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები